{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ვახანლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ვახანში საჭიდაო არენა მოეწყო


    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში, დღეს, ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაიმართა. 
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე სოფლის დღესასწაულს, შვილიშვილთან, ლადო გაბაშვილთან ერთად დაესწრო. 
     სპორტულ ღონისძიებებს ვახანში, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მეზობელი მუნიციპალიტეტებისა და სოფლების მაცხოვრებლები დაესწრნენ. 
     „ვახანლობა“ ხარაგაულში 1990 წლიდან ტარდება. სოფლის დღესასწაული, ბოლო რამდენიმე წელია გარდაცვლილი რეინჯერის მერაბ არევაძის სახელს ატარებს. წელს, ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით (6112 ლარი), სპეციალურად ამ დღისთვის საჭიდაო არენა მოეწყო. 
    სპორტული ღონისძიებები ვახანში დოღით დაიწყო და ქართული ჭიდაობით გაგრძელდა. გამარჯვებულებს ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის დაფინანსებით, ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. „ვახანლობის“ ორგანიზატორია ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი“ და ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები, მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და გამგეობის კულტურის სამსახური. ვახანში გზის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებისგან ფულადი ჯლდოები გადაეცათ ასევე, დოღში გამარჯვებულ პირველ სამეულს. 


    საჭიდაო არენა ვახანში გარდაცვლილი მერაბ არევაძის ვაჟმა, მინდია არევაძემ გახსნა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ქართული დროშა აღმართა. ხარაგაულის კულტურის ცეტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა - „უბისი“ მრავალჟამიერი შეასრულა. 
    ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ზვიად არევაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც მცირედი წვლილიც კი შეიტანა დღევანდელი დღის ორგანიზებაში.

     

     

     

     

    29 აგვისტო 2017

    ნანახია: 1375 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი