-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


საკრებულომ რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულში დასაფინანსებელი პროექტთა ნუსხა დაამტკიცა
25 დეკემბრის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2018 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები განიხილეს. საკითხი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ჭიპაშვილმა წარადგინა.
სხდომას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე დაესწრო, რომელიც დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა.
ვარძიის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ხიჯაკაძე ინფრასტრუქტურულ პროექტთა ნუსხაში ვარძიის ადმინისტრაციული ერთეულის დამატებას მოითხოვს: „არცერთი პროექტი არ ხორციელდება ხიდარსა და ვარძიაში, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ“- აღნიშნავს დეპუტატი.
არჩილ მაღრაძის განცხადებით, საკრებულოში ამ ეტაპზე წარდგენილი პროექტები პირველი ეტაპია და ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვარძიასა და ხიდარში არაფერს გავაკეთებთ. მერის პირველი მოადგილე განმარტავს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ხარაგაულში პროექტების დაფინანსების მეორე ეტაპი აუცილებლად განხორციელდება. არჩილ მაღრაძე თვლის, რომ წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან შესაძლოა თანხები გამოთავისუფლდეს. მაგალითად, ზოგიერთი პროექტი მუნიციპალური და მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდეს და გამოთავისუფლებული თანხით სხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს.
სხდომაზე სოფელ ბჟინევის ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე ისაუბრა ვერტყვიჭალის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატმა ლენა აბაშიძემ. სოფლის გზებთან დაკავშირებით განცახდება გააკეთეს ასევე, დეპუტატებმა ინგა მაღრაძემ, მიხეილ ჭიპაშვილმა და პავლე კიკალიშვილმა.
ინგა მაღრაძის თქმით, სოფელ ლაშეში პაქსაშვილების უბნის მაცხოვრებლები წლებია უშედეგოდ ითხოვენ სოფელში გზის მოწესრიგებას. დეპუტატის განმარტებით, სოფლის მოსახლეობა, თითქმის, მოწყვეტილია გარე სამყაროს. დეპუტატი ასევე, ფიქრობს, რომ პროექტის შედგენისას გათვალისწინებული არ არის ბუნებრივი პირობები.
როგორც არჩილ მაღრაძემ განმარტა, პაქსაშვილების საავტომობილო გზის ნაწილი ზესტაფონის ტერიტორიას ეკუთვნის და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ხარაგაულის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს ზესტაფონის უფლებამოსილ პირებთან.
ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთულის დეპუტატი მიხეილ ჭიპაშვილი თვლის, რომ, ახალსოფლის გზის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული 171 ათასი ლარი არასაკამარისია პროექტის სრულფასოვანი განხორცილებისთვის.
ლაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პავლე კიკალიშვილმა სხდომაზე, ლაშეში, კვირიკაშვილების უბანში სასაფლაომდე მისასვლელი 450 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია მოითხოვა. დეპუტატმა ასევე, ზურაბ კვირიკაშვილის სახლიდან ახალი, 300 მეტრიანი გზის გაყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ხარაგაულის ზესტაფონთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა იქნება.
საკრებულოს წევრმა აკაკი მაჭავარიანმა სოფელ ლაშეში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ კმაყოფილება გამოთქვა და სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით სოფელში გაზი შეიძლება მინიმალური დანახარჯებით შევიდეს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ქეთევან ზუმბაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტში პროექტები ხშირ შემთხვევაში დაუსრულებლია, თანხები იხარჯება და პროექტების დიდი ნაწილით მოსახლეობა ვერ სარგებლობს.
დეპუტატი თემურ ფცქიალაძე მიიჩნევს, რომ სოფლებში გზის მობეტონების სამუშაოები უხარისხოდ სრულდება.
მერის პირველი მოადგილის არჩილ მაღრაძის განმარტებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უპრეცედენტო რაოდენობის პროექტები განხორციელდა, რომლებზეც მაღალი დონის კონტროლი მიმდინარეობს.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, რომელიც მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ წარადგინა.
სხდომის დასასრულს იურიდიულ, სამანდატო, ეთიკის და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა ბიუროს წევრთა სიაში ორი წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის, ვალოდა კელენჯერიძისა და ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის, გივი თავზარაშვილის დამატების შესახებ გააკეთა განცხადება.
26 დეკემბერი 2017
ნანახია: 603 - ჯერ