{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ნაადრევი ქორწინება, როგორც პრობლემა ახალგაზრდებში და წარმატებული გოგონები, როგორც მაგალითი განვითარების და საკუთარი თავის ძიების


    ხარაგაულის მერის თანაშემწის გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ინგა ბერაძის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წლის წარმატებულ გოგონებთან შეხვედრა გაიმართა.
    10 ყველაზე წარმატებული გოგონა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დამამთავრებელი კლასებიდან იყო შერჩეული.
    დღის მთავარმა პერსონაჟებმა - ლიზა ბარბაქაძემ(#2საჯარო სკოლა), ნინო მაღრაძემ(ვახანის საჯარო სკოლა), თათია ჭიპაშვილმა(#2საჯარო სკოლა), ნონა მაჭავარიანმა(#2საჯარო სკოლა), კესო შარიქაძემ(#2საჯარო სკოლა), სოფიო ჭანკოტაძემ(საღანძილის საჯარო სკოლა), მარიამ ბურჯანაძემ(ლეღვნის საჯარო სკოლა) და ნინო მაღრაძემ(ვახანის საჯარო სკოლა) თავად უამბეს აუდიტორიას, პირადი წარმატების საიდუმლო, ისაუბრეს მომავლის გეგმებზე და წარმოადგინეს საკუთარი ხედვა - როგორ და სად იქნებიან 10 წლის შემდეგ.
    წარმატებულ გოგონებს შორის იყვნენ თიკო ჩხეიძე და დეა ბერაძე, რომლებიც ახლახან დაბრუნდნენ ხარაგაულში საახალწლო არდადეგებზე ესტონეთის ქალაქ კადრინადან, სადაც გაცვლითი სასწავლო პროგრამით იმყოფებიან და თავიანთ თანატოლებს იქ ცხოვრების და სწავლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

    შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
    ინგა ბერაძე ახალგაზრდებს ნაადრევი ქორწინების რისკ ფაქტორებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიერ მოძიებული ინფორმაციით, 2008 წლიდან 2017 წალმდე, ხარაგაულის საჯარო სკოლებში ნაადრევი ქორწინების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის სკოლებში ნაადრევი ქორწინების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ბორითის და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლები.

    შეხვედრა, რომელსაც 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
    ,,შეხვედრა ნაადრევი ქორწინების სტატისტიკის გაცნობით დავიწყეთ და ამით ჩვენ ორი თემა დავუპირისპირეთ ერთმანეთს, ნაადრევი ქორწინება როგორც პრობლემა ახალგაზრდებში და წარმატებული გოგონები, როგორც მაგალითი განვითარების, ძიების, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის. წლის წარმატებული გოგონები, ეს ის გოგონები არიან, რომელთა წარმატებების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვეცნობოდით. დღეს ჩვენთან შეხვედრაზე იყვნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებული მოსწავლეები, ბავშები რომელთაც აქვთ მოტივაცია იყვნენ წარმატებულნი და ძიების და თვითგამორკვევის პროცესში არიან. ასეთ დროს ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილების გაზიარებას, წლის წარმატებული გოგონები მათ თავიანთ პირად მაგალითზე ესაუბრნენ. მათ საჯარო გამოსვლის, ხალხთან ურთიერთობის ძალიან მაღალი კლასი აჩვენეს და ეს გადაჭარბებით ნათქვამი არაა. „გოგონები მომავლიდან“ - ასე ვუწოდებდი მათ. ისინი არიან თავისუფლები, თავდაჭერილნი, გულწრფელი ადამიანები და ზუტად იციან რა და რატომ უნდათ.  ჩვენი მიზანი იყო ამ ბავშვებს ერთმანეთისგან დადებითი მუხტი მიეღოთ, ერწმუნათ რომ იმ რეალობაში, სადაც ისინი ცხოვრობენ თუ მოინდომებენ შესაძლებელია საკუთარ თავს და იმ გარემოს სადაც ცხოვრობენ სასიკეთო ცვლილებები შესთავაზონ“- აღნიშნა ღონისძიების ორგანზიატორმა ინგა ბერაძემ.

     

     

     

    28 დეკემბერი 2017

    ნანახია: 4094 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი