{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ახლად დაგებულ გზებზე მყარი ნარჩენების შემკრები კონტეინერები განათავსეს

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახლად დაგებულ გზებზე მყარი ნარჩენების შემკრები კონტეინერები განთავსდა.

    50 ერთეული ახალი ურნა, ხარაგაულს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადმოსცა.

    ა(ა)იპ „ ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ დირექტორის, თემურ ფურცელაძის ინფორმაციით, კონტეინერები განთვსდა, ვანის, საღანძილის, ლახუნდარის, ციცქიურის, წაქვას, ღორეშის, გოლათუბნის, უბისის გზებზე და დაბაში რამდენიმე ადგილზე.

    მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, ხარაგაულს, რეგიონული განვითარების ფონდიდან,  დამატებით, 150 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი გადმოეცემა, რომელიც მოთხოვნების შესაბამისად, სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე განთავსდება.

    25 აპრილი 2018

    ნანახია: 154 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი