{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ღამე ხარაგაულის მუზეუმში

    ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი აქციას - “ღამე მუზეუმში“ შეუერთდა.
    ღონისძიებაზე ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა მოკლედ მიმოიხილეს მსოფლიოს ცნობილი მხატვრების მოღვაწეობა და მუზეუმის ეზოში მათი შედევრები გააცოცხლეს.
    კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა და ისტორული მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნინო დიდიძემ, გასული წლის განმავლობაში მოხალისე შემომწირველები სიგელებით დააჯილდოვეს.
    ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისსამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი მამა ანტონი (სულთანიშვილი) და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

     

    22 მაისი 2018

    ნანახია: 180 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი