{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  „ვალსების საღამო“  ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში

    ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში  (დირექტორი ლალი ალექსიძე) კლასიკური მუსიკის კონცერტი „ვალსების საღამო“ გაიმართა.

    კონცერტზე, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე, ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები ააჟღერეს.

    პატარა შემსრულებლებმა წარმოადგინეს შოპენის, ჩაიკოვსკის, შუბერტის, ვებერის, შტრაუსის, მაიკაპარის, გლინკას და სხვა ცნობილი მუსიკოსების „ვალსები“.

    მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა პატარა მომღერლების მიერ წარმოდგენილმა მუსიკალურმა ნომრებმა და გოგონათა ანსამბლის მიერ შესრულებულმა ვ. აზარაშვილის  „გაზაფხულმა“ .

    კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა „ვალსების საღამოზე“ შესრულებული ნაწარმოებები.

    სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ლალი ალექსიძემ აღნიშნა, რომ კონცერტი „ვალსების საღამო“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ლალი ალექსიძემ  კონკურსში- „მომავლის ვარსკვლავები“ მონაწილე სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს მარიამ ფცქიალაძეს, ქრისტინე ლაცაბიძეს, ქეთევან მანჯავიძეს, სალომე მაჭავარიანს, ლიზი ლაცაბიძეს, თეკლა ებანოიძეს, მარიამ მანჯავიძეს, თამთა კიკნაძეს,  და ლიზი დევდარიანს  ლაურეატების დიპლომები გადასცა.

    ლალი ალექსიძე: „ მინდა მადლობა გადავუხადო სამუსიკო სკოლის პედაგოგებს: დალი მერაბიშვილს, დარეჯან გვაძაბიას, თამარ ჩიმაკაძეს, ხათუნა მაჭავარიანს, დარეჯან კაციტაძეს, ალა კვირიკაშვილს, ასევე სკოლის კონსულტანტს ზურაბ ვასაძეს ნაყოფიერი და თავდაუზოგავი შრომისათვის. ასევე მოსწავლეებს კლასიკური მუსიკის მიმართ გამოჩენილი ინეტრესისა და პასუხისმგებლობისთვის, ხოლო მშობლებს მხარდაჭერისა და თანადგომისათვი“ 

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ მადლობა გადაუხადა  სამუსიკო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ლამაზი ღონისძიების ჩატარებისთვის და მათ  წარმატებები  უსურვა.

     

    7 ივნისი 2018

    ნანახია: 475 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი