{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ლაშა ღლონტი ხარაგაულში

    საქართველოს სიყვარული აერთიანებს - ამბობს ლაშა ღლონტი - როცა გადავწყვიტე ტური დამეწყო საქართველოში, ჩემი მიზანიც ეს იყო, სიმღერით მეთქვი ხალხისთვის - გვიყვარდეს ერთმანეთი!
    ყველასთვის საყვარელი მომღერალი ლაშა ღლონტი ხარაგაულელი მაყურებლის წინაშე საკუთარი რეპერტუარით წარსდგა. კონცერტზე მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ხმა და მელოდიები უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე ისმოდა. მომღერალთან ერთად, ნომრები შეასრულა, ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ვაჟთა-ვოკალურმა ჯგუფმა.
    ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
    მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის მოწვევით ლაშა ღლონტის კონცერტს სოციალურად დაუცველთა ოჯახებიდან ახალგაზრდები დაესწრნენ.

    8 ივნისი 2018

    ნანახია: 189 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი