{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

    ნიკოლოზ თოფურიძემ, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
    მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს აზიური მავნებლის- ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლის სამუშაოები. რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურ ფაზაშია ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა.
    ხარაგაულის მერმა წარმომადგენლებისგან სოფლებში, ამ დროისთვის არსებული პრობლემატური საკითხები მოისმინა და აღნიშნა, რომ შესაბამის უწყებებთან კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზებში უშუალოდ ჩაერთვება.
    ნიკოლოზ თოფურიძემ უახლოეს მომავალში ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობაში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტზე, ძირულა-ხარაგაული- მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობაზე ისაუბრა და ხაზგასმით განმარტა, რომ ხეობის მიმდებარე სოფლებში იმოძრავებს მსხვილი ტექნიკა, რის გამოც წარმომადგენლებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდა.
    „ხარაგაულისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი იწყება. გზის მშენებლობის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, თითქმის, უკვე ყოველდღიურ რეჟიმში შემოყავს ტექნიკა. დაიწყეს მინი საწარმოების დადგმა და ბაზების მობილიზება. მალე მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევა, ამიტომ სამშენებლო სამუშაოების პროცესში, გთხოვთ ძალიან დიდ ყურადღებას, რათა მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და მშვიდობით დავასრულოთ, პროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას“-აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

     

     

    12 ივნისი 2018

    ნანახია: 239 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი