-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი
საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის შედეგებზე იმსჯელეს
2 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე ესწრებოდნენ.
სხდომაზე დეპუტატებმა პირველ საკითხად საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ანგარიში განიხილეს. საკითხი აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ წარმოადგინა.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი განმარტავს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება ნელი ტემპით მიმდინარეობს და კარგი იქნება თუ, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისია პროექტების გაცნობის გარდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას შეისწავლის. „მერიის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტული პროექტების სამოქმედო გეგმაში საკრებულოს დეპუტატებმა დავამატეთ საღანძილის ბაღის მშენებლობა, თუმცა ჩვენ მიერ შეთავაზებული წინადადების გათვალისწინება დღემდე ვერ მოხერხდა, ისევე როგორც ვერ მოხერხდა მერიის მხრიდან ბიუჯეტის პროექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება“ - ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, თემურ თაბუკაშვილმა საღანძილის ბაღის მშენებლობის ხელისშემშლელ გარემოებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საღანძილის ბაღის პროექტმა ექსპერტიზა ვერ გაიარა, რის გამოც მიმდინარე წელს ბაღის მშენებლობა ვერ განხორციელდება. თაბუკაშვილმა განცხადება გააკეთა ასევე, ვადაგადაცილებულ პროექტებზე და განმარტა, რომ ინდმეწარმეები, რომელთაც სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ შეასრულეს დაჯარიმდნენ, რის საფუძველზეც ბიუჯეტში 33 ათასი ლარია შემოსული. „გარდა ამისა ინდმეწარმეები, რომელთაც მიატოვეს სამუშაოები დაჯარიმდნენ და მათ წინააღმდეგ დავა მიმდინარეობს სასამართლოში“- აღნიშნა სამსახურის უფროსმა.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თემურ ფცქიალაძის თქმით, ხარაგაულში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა და დაბის მოსახლეობასთან პროექტის საჯარო განხილვა არ მომხდარა. მისი განმარტებით, დაუშვებელია საავტომობილო გზად გამოყენონ დაბის ცენტრალური ქუჩა, რადგან ეს საფრთხის შემცველია და მოსახლეობის ინეტერესებსაც ეწინააღმდეგება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე განმარტავს აღნიშნულ საკითხზე პროექტის საჯარო განხილვა აუცილებლად გაიმართება დაბის მოსახლეობასთან. რაც შეეხება პროექტის გარემოს ზემოქმედების საფრთხეებს, ამ კუთხით შეხვედრა ადმინისტრაციულ შენობაშიც გაიმართა და საღანძილისა და ლაშის მოსახლეობასთანაც. „ვეცდებით მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მოლაპარაკებებს ვახორციელებთ, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ისე საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. მათ კარგად იციან დაბის მოსახლეობის უმრავლესობის აზრი. დაახლოებით სამი თვის წინ ჩამოვიდნენ კიდეც საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და დაათვალიერეს ალტერნატიული გზები. როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ გვაცნობებენ“ - განმარტა ხარაგაულის მერმა.
კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ძირულა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელზეც სახელმწიფო 45 მილიონ ლარს დახარჯავს. მისივე განმარტებით, პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები აუცილებლად იქნება განხილული, რის შემდეგაც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას - გაივლის თუ არა საავტომობილო გზა დაბის ცენტრალურ ქუჩაზე. „გზა იმისთვის არსებობს, რომ ტრანსპორტმა იმოძრაოს, თუ იქნება ავტომობილების დიდი ნაკადი ან მძიმე გამავლობის მანქანები იმოძრავებენ საკრებულოს შეგიძლიათ თქვენვე დააწესოთ რეგულაციები ან სულაც გადაკეტოთ გზა და ალტერნატიული გზა შეთავაზოთ, რომელსაც გადასასვლელი ექნება ბაზალეთის ხიდიდან“ - განმარტა პარლამენტარმა.
სხდომაზე მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის დირექტორმა, ეკა შავიძემ საკრებულოს დეპუტატებს გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
დეპუტატები ინგა მაღრაძე და ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევენ, რომ გაზეთის მომსახურების ტენდერის გზით შესყიდვა უფრო ხელსაყრელი იქნება, რითაც საბიუჯეტო სახსრები დაიზოგება.
ვარლამ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ საინფორმაციო ბიულეტინი „ახალი ხარაგაული“ გაზეთის ფუნქციებს ირგებს და სტატიებს აქვეყნებს. „ჟურნალისტური საქმიანობის უფლება არ აქვს (ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულებისა და ინფორმირების ცენტრს“, მათი ფუნქციაა მოსახლეობის ინფორმირება, საჯარო შეხვედრების მოწყობა და ასე შემდეგ, რაც 2017 წლიდან აღარ განუხორციელებიათ“ - აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.
ინგა მაღრაძე თვლის რომ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის“ ფუნქციები გაურკვეველია და მათი საქმიანობა რიგ შემთხვევებში კვეთს მერიაში არსებული სხვა სამსახურების უფლებამოსილებებს.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს ა(ა)იპე-ების რეორგანიზაციის შედეგები.
სხდომაზე იმყოფებოდნენ ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი სამსახურიდან დათხოვა უკანონოდ მოხდა.
როგორც აღნიშნული ა(ა)იპ-ის დირექტორი, ნიკოლოზ მაჭავარაიანი განმარტავს გათავისუფლებული თანამშრომლები ნაკლებად პროდუქტიულები იყვნენ სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, რის გამოც მოხდა მათი სამსახურიდან დათხოვა. „თანამშრომელთა სამსახურიდან გაშვება, საკმაოდ რთული იყო ჩემთვის. მიუხედავად მათი დიდი პატივისცემისა ეს გადაწყვეტილება მივიღე, რადგან რეორგანიზაციის ერთ-ერთი მოთხოვნა გახლდათ შტატების შემცირება, რამდენიმე მათგანს ალტერნატიული სამსახური შევთავაზეთ“- განმარტა ნიკოლოზ მაჭავარიანმა.
როგორც ფარცხნალის მაჟორიტარი დეპუტატი, მიხეილ ჭიპაშვილი განმარტავს, როცა ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაციის დასაწყებად საკრებულოს უმრავლესობამ თანხმობა მისცა მერიას, თავშივე უნდა ჰქონოდათ გათვითცნობიერებული, რომ ამას შტატების შემცირება მოჰყვებოდა.
საკრებულოს დეპუტატი დავით კიკნაძე აღნიშნავს, რომ როდესაც საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციას მერისგან იყო დაპირება, ყველაზე დაბალი რანგის ტექნიკურ თანამშრომლებს არ შეეხებოდნენ. დავით კიკნაძის განცხადებით, ეს დაპირება არ შესრულდა. ასევე, გაურკვეველია სად მიიმართება ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები ან სახელფასო ანაზღაურებაც რა მეთოდით მტკიცდება, როცა ზოგიერთს აკლდება ზოგს კი ემატება.
ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები რა რაოდენობისაა და სად მიიმართება, ამაზე ჯერჯერობით შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ. „მერია მიიღებს გონივრულ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სად რომელ სფეროზე მიიმართება თანხები. რაც შეეხება თანამშრომელთა შემცირებას, პერიოდულად აუცილებელია კადრების გადახალისება, რათა კულტურის ა(ა)იპ-ების საქმიანობა უფრო ეფექტური და მოსახლეობის მოთხოვნებზე მორგებული იყოს. გაერთიანებულ ა(ა)იპ-ებს ყავთ დირექტორები და ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებებს შექმნან ისეთი მენეჯმენტი, რომელიც თანამშრომელთა პროდუქტიულობაზე იქნება ორიენტირებული“ - განაცხადა ხარაგაულის მერმა.
მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის თქმით, რეორგანიზაცია ხშირ შემთხვევაში მტკივნეული პროცესია და ეს პროცესი უკეთეს შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული. „თუ ვაპირებთ, რომ სამართლიანად წარიმართოს ეს პროცესი გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად არ უნდა იქნეს მიღებული. ამ საკითხზე ერთად უნდა იმუშაოს როგორც აღმასრულებელმა ისე წარმომადგენლობითმა ორგანომ და მათთან ერთად ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებმა. მზად ვარ დავუდგე საკრებულოს გვერდით, რათა უფრო მომზადებულები იყვნენ ისინი. ვფიქრობ საკრებულოს უფლებამოსილებები უნდა გაფართოვდეს. დავაყენე საკითხი, რომ შიდა აუდიტის სამსახური საკრებულოს გადაეცეს, რადგან ვთვლი, რომ ნაკლებია იმის შესაძლებლობა მერიის მიერ დაფუძნებულმა სამსახურმა გააკონტროლოს მერიისა და მისი სამსახურების საქმიანობა.
ამავე სხდომაზე განხილული იყო ასევე შემდეგი საკითხები:
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის #44 დადგენილებაში „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი);
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის N15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი);
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი);
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 ივლისის #50/35 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ კიცხში მდებარე 1518 კვმ.არასასოფლო - სამეურნეოს დანიშნულების მიწისა და მასზე მდგარი შენობის მეორე სართულზე 233.78 კვმ. ფართის (საზოგადოებრივი ცენტრი) სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე);
5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ - სთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების- საოფისე და სპორტული ინვენტარის თხოვების ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე).
3 ივლისი 2018
ნანახია: 844 - ჯერ