-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი
გენდერული ბიუჯეტირების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული საბჭოს სხდომა (თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე) გაიმართა. საბჭოს სხდომაზე კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ემა კამკიამ და ნანა რობაქიძემ ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან გენდერული ბიუჯეტირების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ფონდის ექსპერტ-კონსულტანტი, ემა კამკია საბჭოს წევრებს გენდერული ბიუჯეტირების კუთხით სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოცდილებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს აქვს კარგი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვაში გენდერულ საჭიროებების მიხედვით, აწარმოოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტატისტიკა და შეიმუშაოს პროექტები, სადაც გათვალისწინებული იქნება გენდერული მიდგომები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში და გენდერული საბჭოს მდივანი, ინგა ბერაძე აღნიშნავს, რომ გენდერული ბიუჯეტირება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და იმისათვის რომ ადგილობრივი ბიუჯეტი და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა მორგებული იყოს ადგილობრივ გენდერულ საჭიროებებს აუცილებელია , ვიცოდეთ რაზე ვსაუბრობთ, მივიღოთ რეკომენდაციები, გავიზიაროთ ამ კუთხით არსებული გამოცდილება რომ უკეთ დავგეგმოთ უკეთ ჩვენი საქმიანობა. „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ მან ბევრი ადამიანი გააერთიანოს, შექმნას დისკუსიის რეჟიმი და უკეთესი მმართველობის პერსპექტივები გამოკვეთოს. გენდერული საბჭო არის სერიოზული ინსტრუმენტი, იმისათვის რომ მოხდეს ბიუჯეტის დაგეგმვა მოსახლეობისთვის სასარგებლო სერვისების ინიცირებით. მუდმივად უნდა გვქონდეს დისკუსია იმაზე რა ჯობია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, როგორ უნდა მოხდეს ქალთა საჭიროებების და კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების ბიუჯეტში ასახვა. ადგილობრივი თემის საჭიროების შესწავლა სამოქმედო გეგმის ნაწილია.
სწორედ ამიტომ, შეხვედრაზე, ვისაუბრეთ გენდერულ ბიუჯეტზე, პროგრამულ ბიუჯეტზე, ნელ-ნელა უნდა მოხდეს იმის უკეთ აღქმა, რომ ეს რაღაც თავსმოხვეული თემა კი არ არის, სასარგებლოა და პერსპექტიული ყველა კუთხით. გენდერული პოლიტიკა ნიშნავს საჭიროებებზე მორგებულ პოლიტიკას. გენდერული ბიუჯეტი ხელს უწყობს საჯარო სახსრების სამართლიან განაწილებასა და მათ ეფექტურ ხარჯვას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე მიგრაციას, როგორც გენდერულ პრობლემას. ჩვენ უნდა შევთავაზოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალებს, რომელთა წილი ემიგრაციაში განსაკუთებით მაღალია, მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, უნდა მოხდეს იმ ინიციატივების დაფინანსება, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერება შეუწყობს ხელს.
შეხვედრის მიზანი იყო მიგვეღო ინფორმაცია, გაგვეზიარებინა გამოცდილება, რომ გაგვიჩნდეს ხედვები, რა გავაკეთოთ და როგორ. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას, რომლებიც გვაძლიერებენ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ა/ო ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრს“, giz გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციას და ფონდ ,,სოხუმს“, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან და მათთან ურთიერთობის რეჟიმში ვფიქრობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო კონკრეტულ შედეგებზე გავალთ.“
ხარაგაულის საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებმა გენდერული ბიუჯეტირებისა და გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღეს და მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზე პასუხები მოისმინეს.
შეხვედრაზე რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორმა, იზა ვეფხვაძემ საბჭოს წევრებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში მისი რესურსების გამოყენება შესთავაზა.
საბჭოს წევრი ხათუნა მანჯავიძე აღნიშნავს, რომ გენდერული საბჭო მისთვის საუკეთესო ტრიბუნაა, სადაც შეძლებს საკუთარი ინიციატივების დაფიქსირებას, მხარდაჭერის მოპოვებას მათ განსახორციელებლად და წვლილს შეიტანს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.
ამ ეტაპზე, ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭო მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. გეგმის შემუშავებაში და მისი ადგილობრივ გენდერულ საჭიროებებზე მორგებაში საბჭოს აქტიურად ეხმარება და რეკომენდაციებს უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი“.
4 ივლისი 2018
ნანახია: 1663 - ჯერ