{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

    ხარაგაულს შესაძლოა ინფრტასტრუქტურული პროექტებისთვის თანხა გამოეყოს

    „შესაძლოა ინფრტასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის ხარაგაულს დამატებით თანხები გადმოეცეს. ვგეგმავთ შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან. თუ თანხების დამატება მოხდა, მას, რა თქმა უნდა, გარდამავალ პროექტებზე მივმართავთ“ - ამის შესახებ ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა - „მთავრობის პრიორიტეტი სოფლებში ცენტრალური გზების რეაბილიტაციაა და ამ პროცესის გაგრძელებას ხელს ვერაფერი შეუშლის. სოფლებში მისასვლელი ცენტრალური გზების მოწესრიგების შემდეგ საუბნო გზების რეაბილიტაცია დაიწყება“ - აღნიშნა მერმა.
    თათბირზე საუბარი შეეხო ასევე, ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის რეაბილიტაციას. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, იგი პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს აღნიშნული გზის მშენებელ კომპანიასთან, რათა 25 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ორ ლოკაციაზე დაიწყოს. სავარაუდოდ, ეს იქნება ძირულა-ხარაგაულისა და საღანძილე-მოლითის მიმართულებით.
    შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლებში მგლების მომრავლების ფაქტს. მერმა დეტალურად განიხილა თითოეულ სოფელში მტაცებელის შემოსევის ფაქტები. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გაიგზავნა წერილი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში. თანხმობის მიღების საფუძველზე, მერის ბრძანებით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდენს 10 ერთეული მგლის ამოღებას.

    13 ივლისი 2018

    ნანახია: 550 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი