{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ხარაგაულში

    ხარაგაულში, საქართველოში პირველად, ტოჩინოშინისა და გაგამარუს მხარდასაჭერად, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდა.
    დევების ბაშო - ასე ეწოდა ტურნირს, რომელიც ხარაგაულის ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჩხერიმელას სანაპიროზე გაიმართა.
    დევების ბაშო 2018 -ის გამარჯვებული ლადო არევაძე გახდა, რომელსაც მერის თასი, მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ გადასცა.
    დევების ბაშო 2018-ის 18 წლამდელთა შერკინებაში კი მიხეილ ღონღაძემ გაიმარჯვა.
    სუმო სამოყვარულო ჩემპიონატს ხარაგაულში იმერეთის მხარის რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე-გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი, ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ხარაგაულის ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ინფორმაციით, დევების ბაშო სუმოს პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის ხარაგაულში ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად გაიმართება.
    გამარჯვებულები ფულადი და სხვადასხვა სახის წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

    22 ივლისი 2018

    ნანახია: 1394 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი