{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის  უფროსს და ა(ა)იპ ,,ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორს გაფრთხილება მისცა 

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი, ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობა“-ს ეწვივნენ. ისინი ადგილზე გაეცვნენ რამდენად გაითვალისწინა სამსახურმა მთავრობის N422, 2015 წლის 6 მარტის განკარგულება -საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ. მუნიციპალიტეტის გამგებელი დეტალურად გაეცნო კეთილმოწყობის სამსახურის 2015 წლის ბიუჯეტს. როგორც გაირკვა, 2014 წელთან შედარებით, ა(ა)იპ ,,ხარაგაულკეთილმოწყობის“ 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია და ხარჯების შემცირება ვერ მოხერხდა, რადგან სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ ჭიპაშვილის განმარტებით, ა(ა)იპ-ს ახალი ვალდებულებები დაემატა.

    ა(ა)იპ ,,ხარაგაულკეთილმოწყობის“ 2014-2015 წლების ბიუჯეტის ანალიზის მიხედვით

    2014 წელს ა(ა)იპ-ის ბიუჯეტი 217 ათას ლარს შეადგენდა , ხოლო 2015 წელს - 376 ათასი ლარს. მათ შორის შრომის ანაზღაურების საკასო ხარჯი 2014 წელს - 144 620 ლარს,ხოლო 2015 წლის დაგეგმილ ბიუჯეტში 230 100 ლარს შეადგენს.

    2014 წელს დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა - 23 საშტატო ერთეულით განისაზღვრებოდა, ხოლო 2015 წელს - 46 - ით.

    ხარჯები მივლინებისთვის - 2014 წელს 1345 ლარით, ხოლო 2015 წელს- 2400 ლარით განისაზღვრა.

    საწვავის ხარჯები-2014 წელს -4700 ლარით, ხოლო 2015 წელს - 11 800 ლარით განისაზღვრა.

    გამგებელმა მოითხოვა ოფისის მოვლა - შენახვისა და რემონტის ხარჯების მთავრობის № 422 განკარგულებასთან შესაბამისობაში მოყვანა.

    გამგებლის განცხადებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად მოთხოვნების გათვალისწინების შეუძლებლობების შემთხვევაში, მხარჯველ დაწესებულებებს , თითოეულ პროგრამულ კოდებთან მიმართებაში, დასაბუთება უნდა წარედგინა მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის და შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის. ამასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან რამდენიმე ხნის უკან თათბირიც ჩატარდა, რომელსაც ა(ა)იპ ,,ხარაგაულკეთილმოწყობის“ არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა. რაზეც გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა,,კეთილმოწყობის“სამსახურის დირექტორს მიხეილ ჭიპაშვილს და გასატარებელი ღონისძიებების გამო გამგეობის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ვლადიმერ გელაშვილს გაფრთხილება მისცა.

    საუბრის დასასრულს, კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ იგი მსგავსი ტიპის შეხვედრას ყველა ა(ა)იპ-ში გეგმავს. „მოვითხოვ მთავრობის N422 განკარგულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები დროულად გაატაროთ, აღნიშნული დავალებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახურის და ა(ა)იპ-ების დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. გადაიხედება ასევე ა(ი)იპ-ში დასაქმებული იმ პირთა საკითხი,რომლებიც ორ სამსახურში მუშაობენ და სამუშაო საათებში ვერ ასრულებენ თავიანთ უფლებამოსილებებს“-აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

    როგორც შეხვდრაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, მთავრობის განკარგულების თანახმად თითოეულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს 2014 წლის საკასო ხარჯს. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მივლინების , ოფისის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული და რემონტის ხარჯები. არანაკლებ-30 პროცენტით უნდა შემცირდეს საწვავის ხარჯი 2014 წლის საკასო ხარჯთან შედარებით. ასევე მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს რბილი ინვენტარის, უნიფორმისა და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის შესყიდვის ხარჯები.

     

     

    8 აპრილი 2015

    ნანახია: 878 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი