-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


ხარაგაულში 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს
დღეს, 9 აპრილის სკვერში ხარაგაულის საზოგადოებამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
26 წლის წინ ამ ავბედით დღეს,საქართველოს დამოუკიდებლობას 21 ადამიანი შეეწირა, რომელთა შორის უმეტესობა ქალი იყო. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამლული 2000-მდე მომიტინგე. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ტრაგედიის, ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმნაშვილმა, გამგებლის მრჩეველმა გივი თავზარაშვილმა და კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც დიდი ტრაგედია და ასევე დიდი გამარჯვება მოჰყვა.
კობა ლურსმანაშვილი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი): „დღევანდელი დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის დღე , როცა ქართველი ერი საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა. ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს დაიღუპნენ, საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალბატონი იყო,მათ შორის გახლდათ ხარაგაულელი ელისო ჭიპაშვილიც.საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სახელები სანთლებად უნდა გვენთოს. ვფიქრობ, რომ მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს მათ შესახებ. სწორედ ამიტომ, მომავალი 9 აპრილისთვის, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამ სკვერში მემორიალური დაფა გაკეთდეს. ქართველი ერი არასოდეს შეეგუება თავისუფლების დაკარგვას. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ცხოვრება ამტკიცებს, რომ ქართველი კაცი მუდამ იბრძოლებს საკუთარი თვითმყოფადობისთვის.უფალმა აჩუქოს და აღუზარდოს, საქართველოს მრავალი თავდადებული ქალ–ვაჟი, რომლებიც ასევე გააგრძელებენ იმ დიდი ბრძოლის გზას, რომელიც აქამდე მოიტანეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. უფალმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.“
ნოდარ ებანოიძე(ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი): ,,1989 წლის 9 აპრილიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა. ეს დღე ყოველთვის მძიმე დღედ დარჩება საქართველოს ისტორიაში, 9 აპრილს მიტინგზე შეკრებილი მონაწილეები თავისუფალ სამყაროზე, ევროპულ ღირებულებებზე, ღირსებებზე საუბრობდნენ.მაშინ ევროპისაკენ სწრაფვის იდეით ვიყავით ყველა გაერთიანებული, თუმცა 26 წელი სამკმარისი ვერ აღმოჩნდა ახალ სამყაროში შევსულიყავით . ვისურვებდი, რომ 9 აპრილის მსგავსი ტრაგედიები საქართველოში აღარ მომხდარიყოს და ახალგაზრდების ენერგია განათლებაში, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში დაიხარჯოს. ვიმედოვნებ, რომ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ადამიანი თავისუფალია, სადაც ადამიანური ღირებულებები მთავარია, რისთვისაც ჩვენმა ახალგაზრდებმა თავი გასწირეს. სწორედ ასეთი ნაბიჯებით შეგვიძლია ჩვენ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. სწორედ მაშინ იქნება ამ იდეებისათვის შეწირულ ადამიანებზე პატივი მიგებული.
გივი თავზარაშვილი (გამგებლის თანაშემწე) : ,,9 აპრილი, შემზარავი ტრაგედიით, თავისი სისხლიანი კვალით არასოდეს დაავიწყდება საქართველოს. მაშინდელი ჩვენი ერთიანობა და სულისკვეთება დღესაც გვძლევს ძალას, არა მარტო მე, არამედ მთელ საქართველოს. საბჭოთა ჯარისკაცებმა თავიანთი იერიში და აგრესია ქალებზე მიიტანეს, რათა ამით კიდევ უფრო შეელახათ ქართველი მამაკაცის ღირსება. 9 აპრილი მთელმა ქვეყანამ იგრძნო, ყველა ქართველს ეტკინა. იყო საშინელი სიჩუმე, დაბნეული ხალხი, პასუხგაუცემელი კითხვები, პიკის საათი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ეს დღე არამარტო ტკივილის, არამედ ამაღლებული განწყობის დღეა. სიმბოლურია, რომ იმ ავადსასხსენებლი დღიდან, ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.“
9 აპრილი 2015
ნანახია: 655 - ჯერ