{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მუნიციპალიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმის შექმნისა და განახლების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული 

    არასამთავრობო ორგანიზაცია- "საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი" წარმომადგენლები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრებს და აქტიურ მოქალაქეებს შეხვდნენ.  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას  იმერეთის რეგიონალური განვითარების სტრატეგიის 2015-2017 წლის სამოქმედო გეგმა გააცვნეს და მათ  შესაბამისი სახელმძღვანელოები გადასცეს.  შეხვედრა პროექტის  „საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა რეგიონულ დაგეგმარებაში“  ფარგლებში გაიმართა.

    პროექტს  მიზანი,  მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება - აღნიშნა ლევან გოლუბიანმა (არსამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი). მისივე თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა შედგენილია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომელშიც თავმოყრილია პრიორიტეტული პროგრამები.  დოკუმენტში  ცვლილებისა და კორექტირებების შეტანა მუდმივ რეჟიმშია შესაძლებელი.  

    რევაზ ბარბაქაძის( სამოქალაქო განვითარების სააგენტოს „სიდას“  ადგილობრივი თვითმმართველობასთან მეკავშირე-მობილიზატორი)  განცხადებით რეგიონული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა  საკმაოდ მნიშვნელოვანია ,,ამ დოკუმენტის შექმნისა და განახლების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული. მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩაერთოს, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების შედგენის პროცესში. მათგან უნდა  წამოვიდეს ინიციატივები და მათი დახმარებით პროექტები სწორად უნდა იყოს აქცენტირებული.  მთავარია, რომ არსებობს დოკუმენტი, მაგრამ რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პრობლემური საკითხი ამ ნუსხაში ვერ აისახებოდა.“

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის სათანადო პროგრამების შემუშავება და  მიგრაციის შეჩერებაზე ზრუნვა.

    საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მანანა ბარბაქაძის განცახდებით უამრავი პროგრამა ხორციელდება სამთავრობო უწყებებიდან, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს და გაიხსნას საწარმო-ქარხნები: „ სამწუხაროდ დაბალ ინტერესს იჩენს  მოსახლეობა ამ საკითხის მიმართ.  სოფლის მეურნეობის დარგის განვითრებისათვის უამარავი პროგრამა მოქმედებს. ხარაგაულში ამ დარგით რამდენიმე დაინტერესებული პიროვნება იყო, რომლებმაც   შესაბამისად დაფინანსებაც მიიღეს“.

    საკრებულოს თავმჯდომარის ინგა მაღრაძის განცხადებით,  მოსახლეობის ინფორმირება ვერ ხდება სათანადოდ თუ რომელი პროგრამები ხორციელდება და არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, როგორ  ისარგებლონ ამ პროგრამით.  მისივე თქმით,  ხარაგაულში შესაძლებელია ტურიზმის განვითარება, რისთვისაც მნიშვნელოვანია  გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

    საკრებულოს წევრის მარინე ვეფხვაძის აზრით,  მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია  ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხნის აღდგენა და ამ ტერიტორიაზე მდებარე საკურორტო ზონის განვითარებაზე ზრუნვა.

    არასამთავრობო ორგანიზაცია- "საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის" წარმომადგენლები,   იმერეთის რეგიონალური განვითარების სტრატეგიის 2015-2017 წლის სამოქმედო გეგმის გაცნობის მიზნით,  მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გამართავენ.

     

     

     

    28 აპრილი 2015

    ნანახია: 716 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი