{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საკრებულოს დეპუტატებმა აუდიტის დასკვნის შესახებ იმსჯელეს

    30 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
    1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ
    მომხსენებელი:ვლადიმერ გელაშვილი
    2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N53 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
    მომხსენებელი:ვლადიმერ გელაშვილი
    საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებას, მოწვეული აუდიტის მიერ დადებითი დასკვნა მიეცა. მისივე თქმით, გასული წლის ბიუჯეტი სხვა პერიოდებთან შედარებით ყველაზე წარმატებული იყო.
    განსხვავებული აზრი დააფიქსირა ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა, რომელმაც აუდიტის დასკვნა უარყოფითად შეაფასა: ,,რა ხარჯები გაწიეთ და რა თანხა შემოვიდა ბიუჯეტში ეს ჩვენც კარგად ვიცით. აუდიტის დასკვნას დადებით შეფასებას ვერ მივცემ, რადაგან აუდიტს საბუღალტრო დოკუმენტაცია სათანადოთ არ აქვს შემოწმებული“
    თორნიკე ავალიშვილის განცხადებას, რამდენიმე დეპუტატი გამოეხმაურა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ბატონ თორნიკეს მისი გამგებლობის პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებები შეახსენა. ვარლამ ჭიპაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელს მუნიციპალიტეტის გამგებლის სამსახურებრივი ავტომანქანის შეკეთებისათვის ბიუჯეტიდან 24 300 ლარია გახარჯული.
    საბოლოოდ დეპუტატებმა კენჭი უყარეს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2014 წლის ანგარიში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ და მისმა თანაპარტიელებმა.
    ამავე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილების შესახებ იმსჯელეს. მოხსენებითი ბარათის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N694 განკარგულების საფუძველზე ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 20 იანვრის N 39 განკარგულებაში და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით 998 321 ლარი გამოეყო. აქედან 642 357 ლარი ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაციისათვის მიიმართა, 51 087 ლარი კი ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, 104 950 ლარი დაბა ხარაგაულში ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის არსებული შენობის რეაბილიტაციისთვის და 199 927 ლარი ბორითი - მარიამწყარო-ღორეშის გზის შეკეთებისათვის. საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, ა(ა)იპ -ების დაფინანსება 40,0 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, ა(ა)იპ კულტურის ცენტრს 32,5 ათასი ლარი გამოეყო, ა(ა)იპ ცენტრალურ ბიბლიოთეკას 2,5 ათასი ლარი და ა(ა)იპ სასპორტო სკოლას - 5,0 ათასი ლარი.
    წარმოდგენილ ცვლილებას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

     

     

    1 მაისი 2015

    ნანახია: 691 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი