-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქმა ილია II-მ დააარსა
30 აპრილს, კლასიკური მუსიკის ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ პროექტის ფარგლებში ხარაგაულში, ღია ესტრადაზე, თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა და თსუ „გორდელას“ კონცერტი გაიმართა.
ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქმა ილია II-მ დააარსა. ,,აღდგომიდან ამაღლებამდე საქართველოს ყველა რეგიონში ჩავდივართ და ვმართავთ მსგავს ღონისძიებებს. ფესტივალი, მისმა უწმინდესობამ, სწორედ იმ მიზნისათვის დაარსა, რომ ეკლესია და ერი გაერთიანებულიყო, პირველ რიგში ქართული კულტურის განვითარებისა და უკეთ წარმოჩენისათვის. ხარაგაულს ჰყავს განსაკუთრებულად აქტიური გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, მისი დაჟინებული მოთხოვნითაა, რომ ფესტივალი დღეს აქ გაიმართა“- განაცხადა საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
თსუ „გორდელა“ საინტერესო რეპერტუარით წარსდგა ხარაგაულელი მსმენელის წინაშე. გოგონათა გუნდმა, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში შემონახული სულიერებით აღსავსე, უძველესი მრავალხმიანი ხალხური სიმღერები შეასრულეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო უძველეს ქართულ ხალხურ საკრავებზე აჟღერებული მელოდიები(ფანდური, ჩონგური, ჩანგი, სალამური, დოლი, დაირა,და ა.შ)
ფესტივალზე თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის „ბიგ ბენდის“ მიერ აჟღერდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. რეპერტუარი ძირითადად ჯაზსა და სოულს მოიცავდა. ბენდთთან ერთად ცნობილი სიმღერებით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ საქართველოს საუკეთესო მომღერალები, ბორის ბედია, გიორგი სუხიტაშვილი , მარიამ პავლიაშვილი.
ფესტივალს ესწრებოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, უბისისა და მარგვეთის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი, ასევე ამ დღეს ხარაგაულში სტუმრად იმყოფებოდა საპატრიარქოს ფონდი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია.
კობა ლურსმანაშვილი: „მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, ბატონ ლაშას, მონაწილეებს -„გორდელასა“ და თბილისის მერიის „ბიგ-ბენდს“. ხარაგაულისთვის ეს უდიდესი საჩუქარია. დღეს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საჭიროება, რომ ღია ესტრადა სათანადოდ მოეწყოს, რათა უკეთეს პირობებში შევძლოთ სტუმრების მიღება და ღონისძიებების ჩატარება.ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალი კონცერტი უკვე ახალ ამფითეატრში გაიმართება და ხარაგაულში აღმშენებლობის პროცესი უწყვეტი რეჟიმით გაგრძელდება“. განაცხადა გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი: ,, ემოციებით დატვირთული ვარ, სიტყვებს ნაკლებად მოვიძიებ, რადგან ასეთ სიტუაციაში სიტყვები ძალიან ღარიბია. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს და გადმოგცეთ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა. ხარაგაულში უკვე დასასრულს უახლოვდება ტაძრის მშენებლობა, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად მალე დავამთავრებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, ბატონ კობას, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს ეკლესიის მშენებლობისთვის. ვიმედოვნებ, რომ გვირგვინი თქვენი წამოწყებული საქმიანობებისა იქნება ეკლესიის გახსნა, რომელიც დაამშვენებს ხარაგაულს.“
1 მაისი 2015
ნანახია: 785 - ჯერ