{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების“ პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში დამატებით შპს „მექანიზატორის“ ექვსი ტრაქტორი იმუშავებს 

     7 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დამატებით შ.პ. ს მექანიზატორის 6 ტრაქტორი შემოვიდა.  აღნიშნული ტრაქტორები  საღანძილის, ვახანის, კიცხის, წყალაფორეთისა და  ვარძიის ადმინსტრაციულ ერთეულებში გადანაწილდება.

    სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინსტრაციულ ერთეულებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მოსახლეობას ამ კუთხით პრობლემები არ შეექნება-  „ამ ეტაპზე „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების“  პროგრამის ფარგლებში დამუშავებულია 150 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი , ხოლო 110 ჰექტრამდე კერძო  ტრაქტორით.“

     შპს „მექანიზატორი“ აქტიურად არის ჩართული„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების“ პროგრამაში და ნიადაგის ხნა-თესვის პროცესში მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკურ მომსახურებას უწევს.

     

    8 მაისი 2015

    ნანახია: 777 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი