-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


მოსახლეობის ძირითადი პრობლემა ხე-ტყეზე მიუწვდომლობა და სოციალური დახმარების მოხსნაა
17 ივლისს ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ წარმომადგენლებმა ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გამართეს. შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ გელაშვილი, გამგებლის წარმომადგენელი ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ შუბითძე, ეკონომიკის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, შალვა ლურსმანაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი და კოორდინაციის განყოფილების უფროსი, გია ჭიპაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლის მოგვარებაცნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში უმოკლეს ვადებში იგეგმება. ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ დირექტორი, ეკა შავიძე ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა და მოსახლოებას ის სოციალური დახმარების პაკეტები გააცნო, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებით ხორციელდება. ეკაშავიძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცხელი ხაზის სერვისთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტება გააკეთა - ,,ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის უფრო მეტი კომუნიკაციისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ცხელი ხაზის სერვისი ამოქმედდა. ამით მოსახლეობას საშულება მიეცა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.“
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი ნადაბურში შეკრებილ მოსახლეობას, ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მომავალში განსახორციელებლ პროექტებზე ვრცლად ესაუბრა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა უკეთეს პირობებში იცხოვროთ. თუ ამ 2-3 წლის განმავლობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესძლო და ყოფითი პრობლემები მინიმუმამდე დაიყვანა, იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ხარაგაულის ბიუჯეტი კიდევ უფრო მზარდი იქნება, რაც ასევე დადებითად ისახება ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე“.
შეხვედრაზე მოსახლეობამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მათ წინაშე ყველაზე მწვავედ დგას. ძირითად პრობლემად ხე-ტყეზე მიუწვდომლობა და სამედიცინო ამბულატორიის არქონა დასახელდა. ადგილობრივებმა უკმაყოფილება გამოთქვეს სოციალური დახმარების დანიშვნასთან დაკავშირებითაც. დამატებითი თანხები მოითხოვეს ასევე სოფელში სპორტული მოედნის დასასრულებლად და ხიდ-ბოგირის შესაკეთებლად.
როგორც ნადაბურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მიხეილ გელაშვილმა განმარტა, ნადაბურში სამედიცინო მომსახურების კუთხით პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება. ადმინისტრაციული შენობაში მოეწყობა ორი ოთახი, სადაც მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ. მიხეილ გელაშვილის ინფორმაციით, ხარჯთაღრიცხა უკვე გაკეთებულია და სარემონტო სამუშაოები მალევე დაიწყება.
,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“ მსგავსი ტიპის შეხვედრებს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გეგმავს.
20 ივლისი 2015
ნანახია: 911 - ჯერ