{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში  27 000  ლარი  დაიხარჯა

     

     

    ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წელს წიფის ადმინისტრაციული ერთეულისთვის  27 000  ლარი  გამოიყო.  აღნიშნული თანხით სოფელში ის   ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რომლებიც სოფლის კრებებზე მოსახლეობამ თავად აირჩია.  ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში“  წიფასა და გოლათუბანში დასრულდა სარიტუალო სახლის მშენებლობა. სოფელ  ფონაში აშენდა სოფლის სახლი.   მოხდა შიდა საუბნო გზების შეკეთება  გოლათუბანსა და  გუდათუბანში. ასევე შეძენილ იქნა წყლის მილები   სოფელ  გოლათუბნის მოსახლეობისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში გაკეთდა, ეს არის ამბულატორიის შენობა. აქ წლების განმავლობაში მოსახლეობას ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდებოდა. ახლა კი ყოველდღე მათ უბნის ექიმი და ექთანი ემსახურება.

    წიფის მაჟორიტარი დეპუტატი, ბესიკ ტალახაძე და  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი,  მაია გაჩეჩილაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ  სოფლის პროგრამებით ეტაპობრივად ბევრი პრობლემა გვარდება სოფელში.   პროექტების განსახორციელებლად კი პრიორიტეტები მოსახლეობის  ჩართულობით და მათი უშუალო გადაწყვეტილებით იკვეთება და ხორციელდება. 

     

       

     

     

    17 აგვისტო 2015

    ნანახია: 711 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი