{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • შეხვედრა  საქართველოს სახალხო არტისტთან   

     

        18 აგვისტოს ხარაგაულის კინოთეატრში, საქართველოს სახალხო არტისტ, ლეო ანთაძესთან შეხვადრა გაიმართა, რომელიც მსახიობის დაბადების დღის 80 წლისა და სასცენო მოღვაწეობის 60 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.  შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    მსახიობმა ცნობილი სპექტაკლებიდან ნაწყვეტები და განვლილი ცხოვრების სასიამოვნო ეპიზოდები წარმოადგინა.

        მსახიობმა, ლეო ანთაძემ იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კობა ლურსმანაშვილსა და ორგანიზარორებს მადლობა გადაუხადა. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს სახალხო არტისტმა აღნიშნა – „ხარაგაულს საოცარი მაყურებელი ჰყავს და ღონისძიების მსვლელობის დროს მე ეს ვიგრძენი. აქ ერთხელ კიდევ მივხვდი, რომ ჩემს შრომას უნაყოფოდ არ ჩაუვლია“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო არტისტ, ლეო ანთაძეს ახალგაზრდობაში  ხარაგაულთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.

     

    19 აგვისტო 2015

    ნანახია: 608 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი