-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


ხარაგაულში, დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტების მოგვარების შესაძლო გზებზე იმსჯელეს
8 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი ლაშა მოისწრაფიშვილი, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორილევან თაბუნიძე, კავკასიის ბუნების დაცვის ფონდისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ინიციატივის ფარგლებში შემუშავებული „დაცული ტერიტორიებისა და ადგილობრივ თემებს შორის კონფლიქტების გადაწყვეტის სქემა“ განიხილეს. კვლევის კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენდა ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მაგალითზე, მიდგომების ჩამოყალიბება საქართველოში დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონფლიქტების დროული გამოვლენისათვის, შეფასებისა და გადაწყვეტისათვის და სპეციფიკური რეკომენდაციების შემუშავება. როგორც შეხვედრაზე ითქვა, წინამდებარე ანგარიშის სამუშაო ვერსია ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიებსა და ადგილობრივ თემებს შორის არსებულ და პოტენციურ კონფლიქტებს და მათ გამომწვევ მიზეზებს აღწერს და კონფლიქტების გადაწყვეტასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს იძლევა. შეხვედრის მიზანი იყო აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, შეხედულებების გაზიარება და ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბება.
შეხვედრა დებატების ფონზე წარიმართა. როგორც ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას ხე–ტყის რესურსებითა და საძოვრებით სარგებლობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მიმდინარეობს ხე–ტყის არალეგალურად ჭრა, პრობლემაა ასევე უკანონო ნადირობა. როგორც აღინიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობას ალტერნატიული შემოსავლის წყარო არ გააჩნია. ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიები სასარგებლოა, მაგრამ მოსახლეობამ ეს უნდა გააცნობიეროს და ტურიზმი შემოსავლის მიღების ალტერნატიულ წყაროდ აქციოს. ეს იქნება მცირე საოჯახო სასტუმროს გამართვა თუ სხვა რამ - აღინიშნა შეხვედრაზე.
ხე–ტყის რესურსის არახელმისაწვდომობა ძირითად პრობლემად დაასახელეს ხარაგაულის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარმა დეპუტატებმაც. მათი განცხადებით, მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა თავიანთი სამეურნეო საქმიანობისთვის ტყის რესურსი გამოიყენოს, მაშინ როცა ხე–ტყის რაოდენობა გაზრდილია. ამ პრობლებების გამო, სოფლები დაცლილია. ეროვნული პარკის წარმომადგენლების განცხადებით ხე–ტყის რესურსი მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს, მაგრამ ლიმიტირებულად. ამ პრობლების მოსაგვარებლად კი მათ სატყეო სააგენტოს უნდა მიმართონ.
,,თვითონ მოსახლეობა უნდა გააქტიურდეს და სწორად გამოიყენოს ის, რომ ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიების გვერდით ცხოვრობენ. ჩვენი მთვარი ფუნქცია კი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა“ – აცხადებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარე, ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულისთვის ტურიზმი უნდა გახდეს ერთ–ერთი წამყვანი სფერო. ამისათვის საჭიროა მივიღოთ მეტი ცოდნა და გამოცდილება, რომ გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი.
აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია ,,GEO” (Georgia’s Environmental Outlook) კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ,,GEO” -ს მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტას საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.
10 სექტემბერი 2015
ნანახია: 1237 - ჯერ