{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში მეფუტკრეობის სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა  განიხილეს

     

    14 სექტემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში შეხვედრა გამართა, რომელსაც სასოფლო–სამეურნე კოოპერატივების განვითარების სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ვაჟა ქადაგიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ბონდო კიკნაველიძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე   ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებიდან  დაინტერესებული პირებიც იმყოფებოდნენ.

      სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურის უფროსმა ვაჟა ქადაგიძემ მოსახლეობას მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. პროგრამას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს და  იგი 2015 წლის სექტემბრიდან იწყება. ვაჟა ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მეფუტკრეობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც შესაძლოა ხარაგაულში წარმატებით განვითარდეს.

       სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს, რომ მაღალმთიან რეგიონებში შექმნილ კოოპერატივებში გაერთიანებული უნდა იყოს 5 ადამიანი, ხოლო ბარში – 11. 5 ადამიანით დაკომპექტებულ კოოპერატივს საკუთრებაში სულ ცოტა 30 სკა ფუტკარი უნდა ჰქონდეს, ხოლო უფრო მსხვილ კოოპერატივს  მინიმუმ 60 სკა ფუტკრის ოჯახით. განაცხადის შეტანიდან 20 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი კოოპერატივს ექნება თუ არა შესაძლებლობა ჩაერთოს პროგრამაში. პირველ ეტაპზე,  კოოპერატივი მიიღებს სკებს, რომლის 70% სახელმწიფო გადაიხდის, ხოლო 30% კოოპერატივმა უნდა დაფაროს. მათთვის ვინც პროგრამაში ჩაერთვება, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში, თაფლის ერთ ნიმუშს უსასყიდლოდ შეუმოწმებენ. კოოპერატივმა უნდა გაითვალისწინოს ყველა არსებული სტანდარტი, ამისთვის მათ ჩაუტარდებათ კონსულტაციები, ტრენინგები.

       შეხვედრაზე, იმყოფებოდნენ მეფუტკრეები, რომლებიც დაინტერესდნენ შეეძლებათ მათ თუ არა გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე იმ შემთხვევაში თუ მათ აქვთ სკები და სახელმწიფოსგან ამ მხრივ დახმარებას არ საჭიროებენ. სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურის უფროსმა ვაჟა ქადაგიძემ მათ უპასუხა, რომ სახელმწიფო პროგრამით ეს  გათვალისწინებული არაა. როგორც შეხვედრაზე მეფუტკრეებმა აღნიშნეს, მათ ძირითადად პრობლემა თაფლის ბაზარზე გატანის დროს ექმნებათ.

     

     

    15 სექტემბერი 2015

    ნანახია: 611 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი