{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ცოფთან ბრძოლის წინააღმდეგ ლექცია-სემინარები ჩაატარა

    28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველო ყოველწლიურად უერთდება ამ აქციას. დღეს ცოფთან ბრძოლის აქციას ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრიც (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) გამოეხმაურა. ეპიდემიოლოგმა გულნაზი ვეფხვაძემ და პროფილაქტიკოსმა თათია ბლუაშვილმა კიცხის და ღორეშის საჯარო სკოლებში ლექცია საუბრები ჩაატარეს თემაზე „ცოფის თავიდან აცილება შეიძლება, განკურნება - არა.“ საჯარო სკოლების მოსწავლეებს დაურიგეს ბუკლეტები შინაარსით - რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ. ცოფი ძირითადად ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში გვხვდება, სადაც პრევენციული ღონისძიებები სუსტია ან საერთოდ არ ხორციელდება. შემთხვევათა 95% აფრიკასა და აზიაზე მოდის. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ცოფი პრაქტიკულად ყოველთვის ლეტალურად მთავრდება. დაავადება შინაურ და გარეულ ცხოველებში გვხვდება და ყველა კონტინენტზეა გამოვლენილი, გარდა ანტარქტიდისა. ადამიანებში ცოფი დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დადორბვლის და დაკაწვრის შედეგად ვრცელდება. ჭრილობის დამუშავებისა და დროული იმუნიზაციის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების პრევენცია. ცოფის პირველად სიმპტომებს მიეკუთვნება ცხელება ან ტკვილი და უჩვეულო ჩხვლეტის შეგრძნება ჭრილობის არეში. თუ გარეულმა ან შინაურმა ცხოველმა დაგკბინათ ან დაგკაწრათ აუცილებელია ჭრილობა დაიბანოთ წყლით და საპნით. შემდგომი ეტაპი კი მოიცავს ექსპოზიციის შემდგომ პროფილაქტიკას იმუნოგლობულინით და ვაქცინაცით.
    ცოფი ისეთი დაავადებაა, რომლის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით.

     

    28 სექტემბერი 2015

    ნანახია: 411 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი