{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტი „ვეფხისტყაოსანს წერს საქართველო“ ორი წელია დაიწყო

    პროექტი „ვეფხისტყაოსანს წერს საქართველო“ უკვე ორი წელია დაიწყო. „ორი წლის წინ, ჩემი სახლის აივანზე, ერთ მშვენიერ დილას მომივიდა იდეა, შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა ქართველების ხელით ჩამეწერა. მაშინვე დავიწყე პროექტის განხორციელება და აგერ უკვე ორი წელია წერენ გამოჩენილი ქართველები“  - გვეუბნება პროექტის ავტორი, ქუთაისის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრის დირექტორი, ექიმი უროლოგი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე,  მერაბ კვიცარიძე.

    ვეფხისტყაოსანში სულ 1669 სტროფია, პირველი სტროფი მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა ჩაწერა. ქალბატონიზა ვეფხვაძეს წილად ხვდა 599-ე სტროფის ჩაწერა.   პროექტის ავტორმა არ იცის ვინ იქნება შემდეგი, მხოლოდ ზუსტად იცის ის, რომ ბოლო სტროფს მისი შვილი ჩაწერს.

    იზა ვეფხვაძე: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვხვდი იმ გამოჩენილ ქართველთა შორის, ვინც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას, მადლობა მერაბ კვიცარიძეს, არაჩვეულებრივი პროექტია, ისტორიას დარჩება ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“. ეს ის შედევრია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს საკუთრი ხელით წეროს მთელმა საქართველომ. ვფიქრობ, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად უკვდავებას პოვებს ყველა ის, 1669 ქართველი, ვინც აქ სტროფებს ჩაწერს“.   

       

     

     

    2 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 1306 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი