-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


კობა ლურსმანაშვილი: „თავი უნდა შევიკავოთ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც საზოგადოებაში პესიმიზმს დასთესს”
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი დამოუკიდებელ გაზეთ „ჩემ ხარაგაულში“ მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. „დამოუკიდებელი გაზეთის „ჩემი ხარაგაულის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ხარაგაულის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულება მცირედით აჭარბებს 70-%-ს“, სადაც ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე საკმაოდ პესიმისტურ განცხადებებს აკეთებს. არის მთელი რიგი საკითხები რაშიც ვერ დავეთანხმები ბატონ ნოდარს. ვფიქრობ, რომ ფორმულირება „ბიუჯეტის სახსრების არაგონივრული ხარჯვა“ არ არის სწორად გამოყენებული ტერმინი. როცა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იგეგმებოდა ყველას შეეძლო მასში მონაწილეობა მიეღო. იგი თავადაც მონაწილეობდა ამ პროცესში. მის მიერ გამოთქმული მოსაზრებებიც კარგად გვახსოვს. დღეს, როდესაც ბატონი ნოდარ ებანოიძე საუბრობს, თითქოსდა ხარაგაულის ბიუჯეტი, 9 თვის შედეგებით, 70%-ს მცირედით აჭარბებს, ეს განცხადება რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 9 თვის შემოსავლები დაგეგმილთან მიმართებაში 87% - ით, ხოლო ხარჯვით ნაწილში 91%-ით შესრულდა. საბოლოო სურათს წლის ბოლოს მივიღებთ. რაც შეეხება, კონკრეტულ ციფრებს, ხარაგაულის ბიუჯეტი წლის დასაწყისში 6 მილიონ ნახევარი ლარით დაიგეგმა, (ამას დაემატა ფონდებიდან მიღებული თანხები „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში პროექტების განხორციელებისთვის, რეგიონალური განვითარების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის და ა.შ.) რისი ხარჯვაც უნდა განგვეხორციელებინა, ჩვენ წელს 7 მილიონ ლარს დავხარჯავთ. ეს მოხდება არსებული ნაშთის დამატებით, რომელიც 912 ათას ლარს შეადგენს. ასე რომ, ნაშთი, რომელიც გადმოვიტანეთ მთლიანად მიმართული იქნება იმ ვალდებულებების დასაფინანსებლად, რომელიც ჩვენ გვაქვს. ზოგადი სურათი იქნება ასეთი: დაგეგმილი 6 მილიონ ნახევარი ლარის ნაცვლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს სხვადასხვა ვალდებულებების შესასრულებლად და პროექტების განსახორციელებლად დახარჯოს 7 მილიონი ლარი, ანუ ნახევარი მილიონით მეტი, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი. ეს ის რეალობაა, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხარაგაულის მოსახლეობას უნდა აცნობოს.
ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც საზოგადოებას ააღელვებს და პესიმიზმს დასთესს, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებმა. დღეს, ხარაგაულში საბიუჯეტო შემოსავლების და მიმდინარე ვალდებულებების დასაფინანსებლად ყველაფერი კეთდება. ჩვენ კარჩაკეტილები არ ვმუშაობთბიუჯეტის დაგეგმარების დროს. მთელი რიგი პროცესებია გასავლელი პროირიტეტების დოკუმენტით დაწყებული, საკრებულოს სხდომაზე განხილვით და დამტკიცებით დამთავრებული და ეს პროცესი ყველასათვის ღიაა.
მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის მზარდი მოთხოვნები და ინტერესები. მინიმუმამდე დაიწევს ა(ა)იპ-ების სუბსიდირება. ზოგიერთ შემთხვევაში მოხდება შემცირება, შერწყმა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია. დაფინანსდება მხოლოდ დასაბუთებული მოთხოვნები. ყურადღება მიექცევა ეფექტურ პროგრამებს. გადასახედია ა(ა)იპ-ებში მომუშავეთა კვალიფიკაცია. ჩვენ დასაქმების ბიუროები არ გვჭირდება. ჩვენი ძირითადი შესაძლებლობები ძირითადად მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა იყოს მიმართული.
ის თავდასხმები რომლებიც ჩვენი მისამართით არ წყდება, ყოველთვის იქნება პასუხგაცემული. დღეს, თუ რაიმე კეთდება ქვეყანაში, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ხარაგაულია. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წარმატებისკენ და ამაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის“.
13 ოქტომბერი 2015
ნანახია: 4381 - ჯერ