-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ცხრა თვის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში განისაზღვრა 7732,9 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურად მიღებულია 6798,4 ათასი ლარის შემოსულობები, შემოსულობების ცხრა თვის გეგმა შესრულებულია 87,9 პროცენტით, ხოლო წლიური გეგმა 71,5 პროცენტით.
საკუთარი შემოსულობების ცხრა თვის გეგმა განსაზღვრული იყო 1095,2 ათასი ლარი, ფაქტიურად მობილიზებულია 950.9 ათასი ლარი, გეგმის შესრულებულია 86.8 პროცენტით და გეგმის შესრულებას დააკლდა 144.3 ათასი ლარი.
გადასახადებიდან მუნიციპალიტეტს დაგეგმილი 214,4 ათასი ლარიდან მიღებული აქვს 364,9 ათასი ლარი, მათ შორის საწარმოთა ქონების გადასახადი 60,5 ათასი ლარი, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი 0,1 ათასი ლარი და არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი 304,3 ათასი ლარი. ფაქტიურად მიღებული გადასახადები გასული წლის ცხრა თვესთან შედარებით გაზრდილია 308,7 ათასი ლარით;
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულმა ტრანსფერმა შეადგინა 5847,5 ათასი ლარი. აქედან გათანაბრებითი ტრანსფერი მიღებულია 2618,3 ათას ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლადმიღებულია 103,5 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან, კერძოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიღებული გვაქვს 1846,1 ათასი ლარი და სოფლის მხარდამჭერი პროგრამით 668,7 ათასი ლარი. აღსანიშნავია რომ მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე წლის ცხრა თვეში გასულ წელთან შედარებით შესრულებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 176,8 ათასი ლარით მეტი სამუშაო და სოფლის მხარდამჭერი პროგრამით 72,2 ათასი ლარით მეტი სამუშაო. გასული წლის ცხრა თვეში რეგიონალური განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტმა აითვისა 1669,3 ათასი ლარი და სოფლის მხარდამჭერი პროგრამით 596,5 ათასი ლარი.
სხვა შემოსავლების ცხრა თვის გეგმა განისაზღვრა 880,8 ათასი ლარით, ფაქტიურად კი მიღებულია მხოლოდ 574,6 ათასი ლარის სხვა შემოსავლები, დაგეგმილზე 306,2 ათასი ლარით ნაკლები, მიმდინარე ცხრა თვის გეგმის შესრულება აღნიშნულ სახეში შედაგენს 65,2 პროცენტს. გეგმის შეუსრულებლობა ძირითადად გამოწვეულია სხვა შემოსავლებში შემავალი სხვადასხვა სახის შემოსავლების და მოსაკრებლების გეგმების შეუსრულებლობით, კერძოდ იკლო ბანკიდან მისაღები პროცენტების ოდენობამ და დაგეგმილი 45,0 ათასი ლარის ნაცვლად მივიღეთ მხოლოდ 30,7 ათასი ლარი, ასევე არ შესრულდა მოსაკრებელის გეგმა ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის და რაც მთავარია მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო შემოსავალი დაგეგმილი ჯარიმებიდან 281,2 ათასი ლარის ოდენობით, ვინაიდან ამ სახეში დაგეგმილი 750,0 ათასი ლარიდან შემოსულია მხოლოდ 468,8 ათასი ლარი და გეგმა შესრულებულია 62,5 პროცენტით. რაც შეეხება იჯარიდან და ადმინისტრაციული მოსაკრებლებიდან შემოსულობების გეგმების შესრულებას ორივე სახეში შესრულებულია როგორც ცხრა თვის ასევე წლიური გეგმაც. არაფინანსური აქტივების კლებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსულობები არ დაგეგმილა, თუმცა ცხრა თვეში აღნიშნულ სახეში უკვე მობილიზებულია 11,4 ათასი ლარი და წლის ბოლომდე შემოსულობები ამ სახეში კვლავ გაიზრდება. გარდა ზემოთ აღნიშნული შემოსულობებისა, ხარჯების დაფინანსების წყაროდ მიმდინარე წლის ცხრა თვეში ასევე გამოყენებულია 2015 წლის პირველი იანვრისათვის არსებული სახსრების ნაშთიდან 798,2 ათასი ლარი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ცხრა თვის ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში განისაზღვრა 8218,7 ათასი ლარი, ფაქტიურად კი გაწეულია 7483,5 ათასი ლარი. მიმდინარე წლის ცხრა თვის ხარჯები დაფინანსებულია 91,1 პროცენტით, ამასთან ცხრა თვეში გაწეული ხარჯების წილი წლიურ ხარჯებთან განისაზღვრა 72,9 პროცენტი. 2015 წლის ხარჯების წლიური გეგმა შეადგენს 10271,7 ათას ლარს.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯების დაფინანსებაზე დაგეგმილი 1529,5 ათასი ლარიდან გაწეულია 1462,1 ათასი ლარი, გასულ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აღნიშნული ხარჯები გაზრდილია 66,0 ათასი ლარით; მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესანახი ხარჯები 2015 წლის ცხრა თვეში განსაზღვრული 443,7 ათასი ლარიდან გაწეულია 413,6 ათასი ლარი და დაფინანსებულია 93,2 პროცენტით.მუნიციპალიტეტის გამგეობის შესანახი ხარჯები დაგეგმილი 1085,8 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 1048,5 ათასი ლარი, 96,6 პროცენტით, 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მუნიციპალიტეტის გამგეობის შესანახი ხარჯები შემცირებულია 18,9 ათასი ლარით ( 2014 წლის ცხრა თვეში მუნიციპალიტეტის გამგეობაზე გაწეულია 1067,4 ათასი ლარი); ხარჯების შემცირება ძირითადად გამოწვეულია ადმინისტრაციული ხარჯების (შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება, ოფისის, წარმომადგენლობითი ხარჯები) და არაფინანსური აქტივების ზრდის ხარჯების შემცირებით.
2015 წლის ცხრა თვეში მუნიციპალიტეტს სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 16,1 ათასი ლარი, აქედან: 6,0 ათასი ლარი გამოიყო დაბა ხარაგაულში მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქუჩების მიმდებარედ არსებული ხმელი ხეების მოსაჭრელად და მიიმართა ა(ა)იპ ,,ხარაგაულკეთილმოწყობის “ (პარკები და სკვერები) სუბსიდირების ხარჯებში; 10,1 ათასი ლარი გამოიყო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებში, საღანძილის ადმ/ერთეულის სოფლების ჩხერი, საღანძილე, ვანი, სხლითი, ზარანი და ფარცხნალის ადმ/ერთეულის სოფელ ისლარის ღვარცოფისაგან დაზიანებული გზების გასაწმენდად.
2015 წელს გამოყოფილი სარეზერვო ფონდიდან 72,0 ათასი ლარიდან ამ ეტაპზე დარჩენილი გასანაწილებელი თანხა შეადგენს 55,,9 ათას ლარს.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების ხარჯების დასაფინასებლად დაგეგმილი 302,7 ათასი ლარიდან დახარჯულია 245,5 ათასი ლარი, მ.შ. სახანძრო–სამაშველო სამსახურის ხარჯები დაგეგმილი 229,5 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 178,1 ათასი ლარი ანუ 77,6 პროცენტით; თავდაცვის ხარჯები 73,2 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 67,4 ათასი ლარით, ანუ 92,1 პროცენტით, ამასთან თავდაცვის ხარჯებიც გასულ წელთან შედარებით შემცირებულია 8,1 ათასი ლარით. (2014 წლის ცხრა თვეში სამხდრო სამსახურის მიერ გაწეულია 75,5 ათასი ლარი) შემცირების მიზეზი არის მივლინებისა და შტატგარეშე მომუშავეთა ხარჯების შემცირება.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ხარჯები 2015 წლის ცხრა თვის შედეგების მიხედვით დაგეგმილი 3563,6 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 3219,9 ათასი ლარით, 90,0 პროცენტით, აქედან:
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაგეგმილი 1523,4 ათასი ლარიდან დახარჯულია 1343,1 ათასი ლარი, ე. ი. 88,2 პროცენტი.
მათ შორის გზების მშენებლობა, რეკონსტრუქციის მოვლა–შენახვის ხარჯები დაგეგმილი 1468,5 ათასი ლარიდან დახარჯულია 1292,9 ათასი ლარი, გზების რეაბილიტაცია ხორციელდებოდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის N 39 განკარგულებით - საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და დახარჯულია 1221,5 ათასი ლარი, აქედან კიცხი-ხიდარის გზის რეაბილიტაციაზე 655,3 ათ. ლარი;
ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაციაზე 539,9 ათ. ლარი; ბორითი-მარიამწყარო-ღორეშის გზის რეაბილიტაციაზე 26,3 ათ. ლარი;
საკუთარი სახსრებით გზების რეაბილიტაციაზე დახარჯულია 71,4 ათასი ლარი, აქედან დახრეშვასა და გაწმენდით სამუშაოებზე 56,5 ათასი ლარი, გზების ასფალტობეტონით დაფარვაზე 4,4 ათასი ლარი და 9,5 ათასი ლარი მოხმარდა მიკროავტობუსის სუბსიდირებას,
ამასთან მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მესამე და მეოთხე კვარტლში მიკროავტობუსის სუბსიდირების ნაცვლად გამოყენებული იქნა მიკროავტობუსის დაქირავება და ამ პროგრამაზე ,,მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა“ წლიური 4,5 ათასი ლარიდან ფაქტიურად მიიმართა 0,8 ათასი ლარი;
ხიდებისა და ბოგირების შეკეთებაზე მიმდინარე წლის ცხრა თვეში უნდა გაწეულიყო 53,1 ათასი ლარი, ფაქტიურად შესრულდა 49,4 ათასი ლარის სამუშაო, აქედან 41,4 ათასი ლარი საკუთარი სახსრების ხარჯზე და 8,0 ათასი ლარი გასული წლის სახელმწიფო ფონდების სახსრების ნაშთიდან მოხმარდა სოფელ მაქათუბანში მშენებარე ხიდს, რომლის მშენებლობაც გასულ წელს იქნა დაწყებული.
2) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაზე გათვალისწინებული 774,2 ათასი ლარიდან დახარჯულია 748,1 ათასი ლარი, ე.ი. 98,6 პროცენტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კომუნალურ მომსახურეობაზე გაწეულია 416,9 ათასი ლარით მეტი. 2014 წლის ცხრა თვეში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაფინანსებას მოხმარდა 331,2 ათასი ლარი; დასუფთავების ღონისძიებების სუბსიდირებაზე დაგეგმილი 398,6 ათასი ლარიდან დახარჯულია 390,2 ათასი ლარი;
მრავალბინიანი სახლების რეკონსტრუქციაზე (პროექტის შედგენა) 0,9 ათასი ლარი, წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დაგეგმილი 191,0 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 185,7 ათასი ლარი, აქედან საკუთარი სახსრებით შესრულებულია 10,8 ათასი ლარის სამუშაოები და სახელმწიფო ფონდების სახსრებით - რეგიონალური განვითარების ფონდიდან გაწეულია 174,9 ათასი ლარი, რომელიც მთლიანად მოხმარდა დაბა ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოს და მის მიმდებარე ქუჩებზე (დევდარიანის, გურამიშვილის, ჭიპაშვილის) წყალმომარაგების სისტემის მოწყობას;
გარე განათების სუბსიდირებაზე გაწეულია 135,4 ათასი ლარი, ხოლო ელექტრო გადამცემი ხაზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 3,4 ათასი ლარი, ამასთან გარე განათების სუბსიდირების ხარჯები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 42,6 ათასი ლარით, 2014 წლის ცხრა თვეში გარე განათების სუბსიდირებაზე დახარჯული იყო 92,8 ათასი ლარი;
3) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად მიმდინარე წლის ცხრა თვეში გამოყოფილი 428,9 ათასი ლარიდან ათვისებულია 411,2 ათასი ლარი, აქედან 221,5 ათასი ლარი დაიხარჯა რეგიონალური განვითარების ფონდიდან და მოხმარდა დაბა ხარაგაულში არსებული ღია ესტრადისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას 219,1 ათ. ლარი და დაბაში მშენებარე საავადმყოფოს ეზოს მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრასტრუქტურის მოწესრიგების საპროექტო სამუშაოებს 2,4 ათასი ლარი; ხოლო 189,5 ათასი ლარი მოხმარდა პარკებისა და სკვერების სუბსიდირებას, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს 119,5 ათასი ლარით აღემატება , გასული წლის ცხრა თვეში პარკებისა და სკვერების სუბსიდირებაზე დახარჯული იყო 70,0 ათასი ლარი;
4) სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები 2015 წლის ცხრა თვეში 814,0 ათასი ლარით განისაზღვრა, ფაქტიურად მოხდა 708,5 ათასი ლარის დახარჯვა, აქედან საკუთარი სახსრების თანადაფინანსებით გაწეულია 25,4 ათასი ლარის სამუშაოები, გასული წლის სოფლის N 471 განკარგულებით სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდების ნაშთიდან 19,6 ათასი ლარი, მიმდინარე წლის N 506 განკარგულებით 663,5 ათასი ლარი; გასული 2014 წლის ცხრა თვესთან შედარებით სოფლის მხარდამჭერი პროგრამის დაფინასებაზე დახარჯულია 61,4 ათასი ლარით მეტი, გასული წლის ცხრა თვეში აღნიშნულ პროგრამაზე დაიხარჯა 647,6 ათასი ლარი.
5.) სოფლის მეურნეობის დაფინანსებაზე ( ვაზის სანერგე მეურნეობის დაფინანსება) დახარჯულია 9,0 ათასი ლარი.
განათლებაზე 2015 წლის ცხრა თვეში გათვალისწინებული 977,9 ათასი ლარიდან დახარჯულია 847,3 ათასი ლარი და დაფინანსებულია 86,6 პროცენტით, მ.შ. სკოლამდელი განათლების დაფინასებაზე დაგეგმილი 776,9 ათასი ლარიდან ათვისებულია 660,9 ათასი ლარი, აქედან სუბსიდირებაზე დაგეგმილი 647,5 ათასი ლარიდან ათვისებულია 600,0 ათასი ლარი. სკოლა–ინტერნატის სუბსიდირებაზე – დაიხარჯა 104,5 ათასი ლარი და მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის სუბსიდირებაზე 81,9 ათასი ლარი;
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების ხარჯები დაგეგმილი 1297,2 ათასი ლარიდან დახარჯულია 1196,3 ათასი ლარი და დაფინანსებულია 92,2 პროცენტი, აქედან სპორტის განვითარებაზე 452,8 ათასი ლარიდან დახარჯულია 443,6 ათასი ლარი, საიდანაც სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაზე დახარჯულია 3,5 ათასი ლარი, სპორტული სკოლის (სპორტის განვითარებისა და მუნიციპალური მართვის ცენტრი) სუბსიდირებაზე 174,0 ათასი ლარი, ტურიზმის ცენტრის დაფინანსებაზე 96,1 ათასი ლარი და საფეხბურთო კლუბ ,,ჩხერიმელა –2009“ –ის სუბსიდირებაზე 170,0 ათასი ლარი; კულტურის განვითარებაზე დაგეგმილი 724,7 ათასი ლარიდან დახარჯულია 712,5 ათასი ლარი და დაფინანსებულია 98,4 პროცენტით, აქედან: სამუსიკო სკოლის სუბსიდირებაზე დაიხარჯა 72,7 ათასი ლარი, ხალხური შემოქმედების სახლის სუბსიდირებაზე 62,0 ათასი ლარი, კულტურის ცენტრის სუბსიდირებაზე 212,0 ათასი ლარი, ცენტრალური ბიბლიოთეკის სუბსიდირებაზე 156,7 ათასი ლარი და ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის შენობის რეაბილიტაციაზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაიხარჯა 91,7 ათასი ლარი; ისტორიული მუზეუმის სუბსიდირებაზე 72,0 ათასი ლარი,ლიტერატურული თეატრის სუბსიდირებაზე 45,4 ათასი ლარი; ა(ა) იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის" სუბსიდირებაზე 31, 8 ათასი ლარი; ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებაზე 6,7 ათასი ლარი.
რელიგიის დაფინანსებაზე მიმდინარე წლის ცხრა თვეში თანხები არ გაცემულა.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე ცხრა თვეში დაგეგმილი 547,8 ათასი ლარიდან ათვისებულია 512,4 ათასი ლარი, აქედან საზოგადოებრივი ჯანდაცვაზე დახარჯულია 82,5 ათასი ლარი, სოციალურ პრგრამებზე დაგეგმილი 459,0 ათასი ლარიდან ათვისებულია 429,9 ათასი ლარი, აქედან უფასო სასადილოს სუბსიდირებაზე დახარჯულია 73,7 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობის, მედიკამენტებით უზრუნველყოფის და სხვადასხვა სოციალური ფენის მოსახლეობის ერთჯერად დახმარებებზე 308,8 ათასი ლარი, ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარებაზე 22,5 ათასი ლარი, სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად 23,4 ათასი ლარი და ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვაზე 1,5 ათასი ლარი.
მიმდინარე წლის ცხრა თვეში მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სხვადასხვა საქონლის, სამუშაოს და მომსახურეობის შესყიდვის განხორციელებისათვის გაფორმებულია 42 ხელშეკრულება , გამოცხადებულია 57 ელექტრონული და გამარტივებული ტენდერი, მათ შორის 13 ტენდერი არ შედგა, ხოლო 2 ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით.
მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ასახულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის GMR მოდულში და ასევე ასახულია ინფორმაცია კონკრეტულ ხელშეკრულებაზე ფაქტიურად ჩარიცხული თანხების შესახებ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წლის ცხრა თვეში გაწეული 7483,5 ათასი ლარიდან 2543,1 ათასი ლარი გაწეულია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერებით, მთლიან ხარჯებში არაფინანსური აქტივების ზრდაზე გაწეულია 2292,5 ათასი ლარი,მ. შ 2132,0 ათასი ლარი ფონდებიდან და 160,5 ათასი ლარი საკუთარი სახსრებიდან; გაწეულ ხარჯებში 4940,4 ათასი ლარი არის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლებით გაწეული ხარჯები, აქედან შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულია 1083,8 ათასი ლარი - 21,9 %, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 80,3 ათასი ლარი, 1,6 %, მივლინების ხარჯების ანაზღაურებაზე 9,1 ათასი ლარი, 0,2 %; საოფისე ხარჯების გაწევაზე 105,3 ათასი ლარი, 2,1 %, წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურებაზე 6,4 ათასი ლარი, 0,1 %; სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებაზე 87,5 ათასი ლარი, 1,8 % სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებაზე 187,2 ათასი ლარი, 3,8 %; სუბსიდირებაზე 2672,6 ათასი ლარი, 54,1 %, მიმდინარე გრანტებზე 178,1 ათასი ლარი 3,6 %; სოციალურ უზრუნველყოფაზე 363,6 ათასი ლარი, 7,4 %.
16 ოქტომბერი 2015
ნანახია: 477 - ჯერ